დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პაციენტების 36.2%  PCR ტესტირების დღეს ასიმპტომური იყო

პაციენტების 36.2% PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს ასიმპტომური იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ინფიცირებულ პაციენტებში ყველაზე ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება(50.3%), ზოგადი სისუსტე (30.4%), ხველა (20.9%), ყელის სიმშრალე/ტკივილი (16%) და თავის ტკივილი (14.1%).

„ PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასიმპტომურ ინფიცირებულთაგან 15.6% იყო საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელთა ინფიცირების გამოვლენა მოხდა საზღვარზე, სავალდებულო ტესტირების დროს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა