იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება სულ 988 პირს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 7 პირს დაუდასტურდა

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება სულ 988 პირს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი მხოლოდ 7 პირს დაუდასტურდა.

ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება 22 სექტემბერს დაიწყო. ტესტირების მიზანს ქალაქში არსებული ეპიდვითარების კონტროლი წარმოადგენდა. PCR კვლევის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეეძლო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა