კახა კუკავა - იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ პარლამენტში ძალთა თანაფარდობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მურუსიძე, ციხეში თუ არა, როგორც მინიმუმ სახლში გავუშვათ

„თავისუფალი საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას აზრით, სასამართლო სისტემა არის წინა და მოქმედი ხელისუფლებების ყველაზე დიდი ჩავარდნა, რომელიც ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური კრიზისისა და ქაოსის მიზეზი გახდა.

„როგორც წესი, ნებისმიერ უსამართლო გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ჩიხში შევყავართ ხოლმე, რაც საქართველოში არაერთხელ დადასტურებულა. ჩვენი საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ. პირველი, ეს არის ე.წ. კლანის თემა. წლების განმავლობაშია ამ ტიპის მმართველობაა ჩამოყალიბებული, რომელშიც მთავარი ფიგურანტები ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პროფესიული ჯგუფები არიან. ისინი საბოლოო ჯამში მთლიანად აკონტროლებს პროკურატურასა და სასამართლოს სისტემას. ხელისუფლება არ ერევა მათ „საშინაო საქმეებში“ და ეს კლანი ყველანაირი კორუფციული კომფორტით ჰყავს უზრუნველყოფილი. ამის სანაცვლოდ კი, ე.წ. კლანი ხელისუფლების პოლიტიკური კეთილდღეობის ძირითად გარანტორად გვევლინება. ანალოგიური რეფორმა პროკურატურასაც უნდა შეეხოს. ამ სისტემას დღემდე მურუსიძის, ჩინჩალაძისა და შოთაძის კლანები მართავენ“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, სასამართლოში ათასობით განცხადების განხილვა დღემდე ბიუროკრატიული მიდგომებიდან გამომდინარე არ ხდება.

,,მეორე საკითხია კორუფცია და ბიუროკრატიზმი სასამართლო სისტემაში. დღევანდელი ეს ინსტიტუცია თანდათან შევარდნაძის პერიოდის სასამართლო სისტემას ემსგავსება. მაშინდელი ბიუროკრატიზმიდან გამომდინარე, რომელსაც თან ერთვოდა კორუფცია, შეუძლებელი იყო ადამიანს მართლმსაჯულება ეპოვა. ათასობით განცხადება დღემდე დევს სასამართლოში, თუმცა მათზე რეაგირება ე.წ.კლანის მითითების გარეშე, სწორედ ბიუროკრატიული მიდგომებიდან გამომდინარე არ ხდება. არის მესამე საკითხი, რომელიც ე.წ. გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს რეზონანსული საქმეები, თუმცა ამ საქმეებს დღემდე არავინ იხილავს. სასამართლოც და პროკურატურაც უბრალოდ უძლურია აღადგინოს სამართლიანობა“,- განაცხადა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან ქართული სასამართლო სისტემის აქტიურ მონტორინგს მიესალმება.

„იმედი მაქვს ახალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში ძალთა თანაფარდობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მურუსიძე, ციხეში თუ არა, როგორც მინიმუმ სახლში გავუშვათ“, - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

ინფორმაციას ,,თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს