წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

„გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.

გარდა ამისა კომპანია ქალაქში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გასული სამი დღის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით მოზარდები შეიყვანეს. არაოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზად წყლის დაბინძურება სახელდებოდა, თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორიული კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა