„თავისუფალმა საქართველომ“ კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატად მაია წერეთელი დაასახელა

„თავისუფალმა საქართველომ“ დღეს საკუთარ მხარდამჭერებს დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი წარუდგინა. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში მაია წერეთელი იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

როგორც პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს.

"წინასაარჩევნოდ, როგორც მოსალოდნელი იყო „ნაციონალურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მორიგი სანახაობა შესთავაზა, რომელიც მთლიანად ძალადობაზეა აგებული. ასე ხდება, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალებს აღარანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ და საზოგადოების ყურადღების მოპოვებას, მხოლოდ მძაფრი კადრებით ცდილობენ. დავაკვირდეთ, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება, მაგრამ არ არსებობს არცერთი ფაქტი, როდესაც ვინმემ სათანადო პასუხი აგო კანონის წინაშე. სამაგიეროდ აქცენტი ორ პოლიტიკურ ძალაზე კეთდება და ხდება იმიტაცია, რომ მათ გარდა, სხვა აღარ არსებობს, ანუ თავის დროზე, როგორც ივანიშვილმა თქვა, მესამე ძალა „შუა უნდა გაიკრიფოს“. თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მიმაჩნია რომ ასეთი, არა თუ ქმედება, არამედ აზროვნებაც კი უნდა დამთავრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმ სახელმწიფოების პოლიტიკურ წყობას, რომელიც აფრიკულ ქვეყნებს ახასიათებთ და ევროპულთან საერთო არაფერი აქვთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მოგვიანებით, თელავში შეკრებილ საზოგადოებას „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მაია წერეთელმა მიმართა.

„ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში პოლიტიკოსები და ხალხი ერთი მთლიანი ორგანიზმი გახლდათ. ეს იყო ერთი უმთავრესი იდეის მატარებელი საზოგადოება. მაშინდელმა პოლიტიკოსებმა, ხალხის მხარდაჭერით უზენაეს მიზანს მიაღწიეს - საქართველო დამოუკიდებელი გახდა. დღეს კი საზოგადოება და პოლიტიკოსები სხვადასხვა მხარეს დგანან. ხალხმა მათი ნდობა დაკარგა, პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უკვე სიცრუესთან, ტყუილთან ასოცირდებიან. ეს მოცემულობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათეული წლის შემდეგ მივიღეთ, რადგან ზუსტად ეს პერიოდია, რაც ქვეყანას ნეოლიბერალები მართავენ, რომლებსაც, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, ეროვნულმა ინტერესებმა კი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ოლიგარქები, ფეოდალებად გადაიქცნენ, რომლებმაც საქართველოს რეგიონები გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. მაშინ, როდესაც წლიდან-წლამდე საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად ღარიბდება, ეს ფეოდალები უკიდურესად გამდიდრდნენ, ახლა კი კიდევ ერთხელ უნდათ ხალხის მხარდაჭერა „ფოჩიანი კამფეტით“ მოიპოვონ, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ ბიზნესინტერესებს არაფერი დაემუქროს“, - განაცხადა წერეთელმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანტისახალხო პოლიტიკის დასრულება ისევ და ისევ, მხოლოდ ხალხს შეუძლია, ამის შესაძლებლობა კი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი