თენგიზ ცერცვაძე - დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები

დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით მათი გარანტირებული ეფექტურობა, რომ კორონავირუსს კურნავენ, დამტკიცებული არაა. თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, „რემდესივირის“ გამოყენების შედეგად მოსალოდნელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

„ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესივირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესივირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ. ევროპის ქვეყნები და ჩვენ ვცდილობთ, რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. ორ-სამ კვირაში „რემდესივირი“ ალბათ შემოვა და ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობას, რაც ისედაც მცირეა.

მონოკლონური ანტისხეულები კოვიდის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია, გამოცდა დაიწყო აშშ-სა და რამოდენიმე წამყვან ქვეყანაში. საქართველოს მიეცა საშუალება, რომ კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო. ახლა ტრენინგები მიმდინარეობს გამოყენების შესახებ და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მობილიზებულია 3 000 საწოლი და ყველა პაციენტი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებითაა უზრუნველყოფილი.

იხილეთ ვიდეო: ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი - თენგიზ ცერცვაძე

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი