დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იყო და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მათივე განცხადებით, ყველა თანამშრომელს ტესტირება პერიოდულად, დადგენილების მიხედვით უტარდება და ამ კონკრეტულ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა ამირან გამყრელიძესაც. არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა