„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მგ-ის 78.7 კმ-ზე არსებული კარდენახის გგს-ში ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 78.7 კილომეტრზე არსებული კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველის ნაცვლად ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ოდორიზაციის ახალი კვანძის დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 9 ოქტომბრის 10:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, ისინი სისტემატურად ახორციელებენ გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა