გიორგი გახარია - ოპოზიციას მინდა ვუთხრა, რომ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სურვილი არ აქვს და არც სჭირდება

ოპოზიციას მინდა ვუთხრა, რომ ხელისუფლებას და მთავრობას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უბრალოდ სურვილი არ აქვთ და არც სჭირდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს თითოეულ მოქალაქეს ექნება თავისი ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა.

„ამასთან, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი სახისა და მოტივის ძალადობა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივით არის კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამის უწყებებს აქვთ პირდაპირი დავალება, რომ არცერთ შემთხვევაში ასეთი ძალადობის შემთხვევები უყურადღებოდ კი არ უნდა დარჩეს, უსწრაფესი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ეს დავალებები მათ აქვთ და ამ დავალებების შესაბამისად ისინი მოქმედებენ“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა