ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად მუშავდება პროტოკოლი, როგორ  შეძლებენ COVID 19-ით ინფიცირებულები არჩევნებში ხმის მიცემას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად მუშავდება შესაბამისი პროტოკოლი, თუ როგორც შეძლებენ COVID19-ით ინფიცირებული მოქალაქეები ხმის მიცემას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ხმის მიცემის უფლება, ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ცესკოსთან ერთად, რომ ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ჩვენ, ინფიცირებულ ახალგაზრდას საშუალება მივეცით, რომ გამოცდა ჩაებარებინა და ის სტუდენტი გახდა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პროტოკოლი ცესკოს-თან ერთად მუშავდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა