ამირან გამყრელიძე - არაფერი დასამალი არაა, დიახ, გვყავს ერთი ინფიცირებული კოლეგა, ჩვენ ვართ სტრატეგიული დაწესებულება, ყველა თანამშრომელი და მათ შორის მეც, ყოველ 48 საათში ვიტესტებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი ცენტრის ერთი თანამშრომელის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, „უსიმპტომოდან მსუბუქამდე შემთხვევად“ ფასდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ტესტირება უკვე ჩაუტარდა, მათ შორის, ცენტრის ხელმძღვანელსაც.

„არაფერი დასამალი არ არის, დიახ, გვყავს ერთი ინფიცირებული, ჩემი კოლეგა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია კვირას, სამი დღის წინ. ის იყო ინფიცირებულთან კონტაქტი, ოღონდ არა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არამედ სხვა ორგანიზაციაში. ის გახლდათ სუპერვაიზერი ერთ-ერთი დიდი რეგიონის და მოხდა ინფიცირება როდესაც თავის სამუშაოს ასრულებდა. არის უსიმპტომოდან მსუბუქამდე შემთხვევა. რადგან ის ჩვენი თანამშრომელია, შესაბამისი პროტოკოლით ის ადამიანები, რომლებიც მასთან იყვნენ კონტაქტში, ყველა გამოკვლეულია თქვენი მონა მორჩილის ჩათვლით. რადგან ჩვენ ვართ სტრატეგიული დაწესებულება, ყველა თანამშრომელი და მათ შორის მეც, ყოველ 48 საათში ვიტესტებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა