სერგი კაპანაძე - დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებაა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას სრულ აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის „აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება“ . „ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც აბსურდული საქმე მოიგონა და ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია თურმე, რომ ადამიანი დაიჭირო. ალბათ, ახლა, შეეცდებიან, რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ არავინ ჭამს ამ სისულელეს საზოგადოებაში და არავიან დაიჯერებს. ეს ყველაფერი ძალიან მალე ნათელი გახდება ყველასათვის“ , -განაცხადა სერგი კაპანაძე

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი