გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 00:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის შემოგარენში, გლდანში, გიორგიწმინდაში, სოფელ გლდანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭართალი, ჯუღისი, ვაშლობი, ბაკურხევი, საჩალისჭალა, ჭოპორტი, ნოჯა და მიმდებარე სოფლებში, 12:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის შემოგარენში, გლდანში, მამკოდაში, ნამგალების, ნადიკვრების ტერიტორიასა და მიმდებარე უბნებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა