სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და მკვლევარებთან თემატური შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე განიხილეს.

„გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების საკითხების გარშემო საექსპერტო წრეებთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მკვლევარების მხრიდან რეკომენდაციები გაჟღერდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მგავსი ღონისძიება საშუალებას იძლევა, ჩამოყალიბდეს ღია პარტნიორული ურთიერთობები სამსახურსა და სამოქალაქო სექტორს შორის, მოხდეს შეხედულებების გაცვლა და პოზიციების შეჯერება.

შეხვედრაში მონაწილეობა 25-მდე ექსპერტმა, მკვლევარმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი