თამარ გაბუნია - კრიტერიუმები ზუსტდება და მალე გვექნება იმ ჯგუფების ზუსტი ჩამონათვალი, ვისაც პრიორიტეტულად შევთავაზებთ გრიპის უფასო ვაქცინას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალი რისკ ჯგუფების მქონე ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში "აქტუალური თემა" განმარტა, ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ისეთი დაავადება, რომელიც მათ იმუნურ სისტემას ასუსტებს.

„როგორც წესი, სტანდარტულად სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგ ვაქცინას სთავაზობს მაღალი რისკის მქონე პირებს, ამაში შედიან პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ისეთი დაავადება, რომელიც მათ იმუნურ სისტემას ასუსტებს. ასევე შედიან ტუბერკულოზის მქონე პირები ან სხვა ისეთი დაავადების, რომელსაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება. ასევე არიან პროფესიული ჯგუფები, სამედიცინო პერსონალი ან ის პირები, ვისაც უხდებათ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობა, სამედიცინო პერსონალის გარდა. წლევანდელი კრიტერიუმები ზუსტდება და ჩვენ მოკლე ხანში გვექნება უკვე ზუსტი ჩამონათვალი იმ ჯგუფების, ვისაც პრიორიტეტულად შევთავაზებთ უფასო ვაქცინას. თუმცა, ის მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ იქნება მიმართული ისევე, როგორც ეს გასულ წლებშიც იყო“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, მოქალაქეებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ გაიგონ, როდის და სად შეძლებენ აცრის ჩატარებას. თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალი ძალიან მალე გაჟღერდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ეს 4 კომპონენტიანი ვაქცინაა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეისყიდა.

„135 ათასი ვაქცინა უკვე გარანტირებულად შეძენილი გვაქვს და ჩამოდის. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან გრძელდება მოლაპარაკებები. ქვეყნებს, რომლებიც წინასწარ აკეთებენ შეკვეთებს, ხშირად რჩებათ ვაქცინის ჭარბი ოდენობა, რომელიც მათთვის საჭირო აღარ არის და შესაძლებელი ხდება მათი სხვა ქვეყნებზე გადანაწილება. მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ დამატებით 100 ათასი დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომლის შეძენა გვინდა, ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება“,-განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: კრიტერიუმები ზუსტდება და მალე გვექნება იმ ჯგუფების ზუსტი ჩამონათვალი, ვისაც პრიორიტეტულად შევთავაზებთ გრიპის უფასო ვაქცინას

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა