მიხეილ სააკაშვილი - რასაც უკეთებენ მელაშვილს და სხვა ადამიანებს, მცდელობაა გადაფარონ უბედურება, რაც საქართველოში ხდება - ინსტიტუციების რღვევა, გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა

ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას.

სააკაშვილის თქმით, „ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება“.

„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს - სულ ცოტა კიდევ გაძელით. ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება. საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებას შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით, და ვერც ჩვენს მეზობლებთან. საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი