იტალიაში პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

იტალიაში პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიელები ვალდებულები არიან, პირბადე ატარონ მაღაზიებში, ოფისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარებსა და რესტორნებში, როდესაც მაგიდებთან არ სხედან. დახურულ სივრცეებში კი, კერძო სახლების გარდა, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულოა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განმარტებით, ზომების გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს კარანტინი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათიდან გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული პირებისთვის კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა.

იტალიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 678 ახალილ შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 24 აპრილის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა