სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი ანნა ნაღდალიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მიმდინარეობს მუშაობა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად. ვიზიტი 12 ოქტომბერს შედგება,“- წერს ნაღდალიანი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა