ადვოკატი - ნატალია ილიჩოვას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, ინტერნეტსივრცეშია გავრცელებულია და ყველგან დევს

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დაუმალავს და რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, საჯაროა.

კომახიძის თქმითვე, ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს.

„ქალბატონ ნატალიას ბრალი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ედება. ის ამ ბრალს არ აღიარებს და ბუნებრივია, ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. დაკავებულია მოსამართლის განჩინებით, იმედია, როცა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მას პატიმრობას არ შეუფარდებს. ქალბატონი ნატალია საქართველოს მოქალაქეა, მის ინტერესებშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. ადამიანმა რუკის სწორად წაკითხვა რომ იცოდეს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამისთვის ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. ბრალდებულთან შეთანხმებით პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ, თუმცა, ყველა მოქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის. რუკების მის კაბინეტში აღმოჩენაზე ბრალდებაში საუბარი არ არის, საქმის მასალები ჯერ არ მინახავს. მას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, არამხოლოდ კაბინეტში, არამედ ინტერნეტსივრცეშია გავრცელებულია და ყველგან დევს“, - აცხადებს კომახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა