თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდებათ, რათა განისაზღვროს, მოსალოდნელია თუ არა გართულებები.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ და ისინი ბინაზე მკურნალობენ.

„ჩვენ გვაქვს „გაიდლაინი“, სადაც განსაზღვრულია მსუბუქ შემთხვევებში რა ხდება, საშუალო სიმძიმის შემთხვევებში რა ხდება და მძიმე შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცეთ. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. ეს არის ის შემხვევები, რომელიც რჩება ბინაზე. ჩვენ უკვე ბევრი პაციენტი გვყავს, რომელიც ბინაზე რჩება, მათ რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ, თუ ეს გამოხატული სიმპტომებით არ არის ნაჩვენები. ისინი სიმპტომურ მკურნალობას სიცხისთვის, ხველისთვის იტარებენ და ბინაზე რჩებიან. მათ არც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდებათ და არც სხვა რაიმე განსაკუთრებული.

რაც შეეეხება საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს, კომპიუტერული ტომოგრაფია განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი კვლევა ჩვენი პროტოკოლის თანახმად. ექიმის გადაწყვეტილებით ირჩევა ის პაციენტი, ვისაც უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც აჩვენებს ფილტვის დაზიანების ხარისხს, რაც პროგნოზულად გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რამდენად მოსალოდნელია გართულებები. ეს არის სრულად კლინიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებულია პროტოკოლის რეკომენდაციებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი