პოლონეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

პოლონეთში 10 ოქტომბრიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„10 ოქტომბრიდან ყვითელი ზონის შეზღუდვები ძალაში შევა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვავრცელებთ ყვითელ ზონას მთელს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ პირბადეები სავალდებულო ხდება ყველა საჯარო სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, - განაცხადა მორავეცკიმ.

პრემიერის განმარტებით, ახალი შეზღუდვების თანახმად, რესტორნები საღამოს 10 საათამდე იქნება ღია, ხოლო საჯარო შეკრებებში მონაწილე პირთა რაოდენობა 75-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მისივე განცხადებით, სურს ქვეყანაში თავიდან აიცილოს გაზაფხულის მსგავსი სრული კარანტინი, რაც "ყველაზე ცუდი სცენარი" იქნება.

ცნობისთვის, პოლონეთში ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი - 4 280 შემთხვევა დაფიქსირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა