ნინო ნიჟარაძე - აჭარაში მსუბუქი ხასიათის შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნის საკითხი ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება და დამოკიდებულია შემთხვევების რაოდენობაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

სწორედ ამიტომ, ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობას არსებული რეგულაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ყველა კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო, იმისთვის, რომ ჩვენი კლებადი დინამიკა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ახალი შემთხვევების რაოდენობა, აუცილებელია, ყველამ მობილობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. მკაცრად გამოვიყენოთ ნიღბები და დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, ასევე ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება მსუბუქი ხასიათის შემზღუდავ ღონისძიებებს, რაც დღემდე აჭარაში არსებობს, მისი მოხსნის საკითხი ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება და აბსოლუტურად არის დამოკიდებული შემთხვევების რაოდენობაზე. არ გამოვრიცხავთ უმოკლეს ვადაში აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას, თუკი მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს და პირად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებს.

„ჩვენი პირველი ამოცანაა, შემთხვევების რაოდენობის შემცირება და შეზღუდვების მოხსნა, რისთვისაც ვმუშაობთ“,-აცხადებს ნიჟარაძე.

იხილეთ ვიდეო: ნინო ნიჟარაძე - აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი დამოკიდებულია შემთხვევების რაოდენობაზე

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა