მამუკა ხაზარაძე - უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი

„ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს არჩევნებზე თავის სასარგებლოდ ქულების დაწერას.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასეთი სახით წამოწევა და აჟიტირება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია.

რაც შეეხება პროკურატურას, მამუკა ხაზარაძე უწყებას უნდობლობას უცხადებს.

„როდესაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეიძლება დავუკავშიროთ. ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ქართული ოცნება" იყენებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე და არ ვაპირებთ მის დათმობას, რადგან უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და არა ის, რასაც „ქართული ოცნება" ახორციელებს. პროკურატურის არ მჯერა, რადგან პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ის განმარტავს, პროკურატურას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული უწყება, „ქართული ოცნების" თაოსნობით, მუშაობს ემოციური ფონის გაღვივებაზე, დავით გარეჯი კი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა.

„მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ ენდობა პროკურატურას. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა და ამ ემოციების გაღვივება, "ოცნება" კი ამ ყველაფრის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან სწორად ვერ გათვალეს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და სცდება წინასაარჩევნო კალენდარს. თვითონ ის ფაქტი, რომ 14 წლის წინანდელ ამბავს არჩევნების წინ ასაჯაროებენ, მათზე მეტყველებს უარყოფითად, რადგან მთელი 8 წელი ამ ამბით არ ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ახლა, ოქტომბრის არჩევნებისთვის გაახსენდათ. „ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და ასეთი სენტიმენტალური საკითხით ცდილობს ხმების მოპოვებას, რაც არის პოპულიზმი," - აცხადებს ხაზარაძე.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა