ივერი მელაშვილის მეუღლე - გვიმტკიცებენ, თეთრი შავია და შავი თეთრიო - იმედი მაქვს, გზა გამოჩნდება და ვინმე მაინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, ის მისი მეუღლის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ელოდა, რადგან მისი თქმით, სასამართლო „მარიონეტად არის ქცეული“.

ის იმედოვნებს, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა იზეიმებს.

“რა უნდა შევაფასო, მარიონეტები არიან, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ველოდი, აბა რისთვის იყო ეს საქმე წამოწყებული?! თეთრი შავია და შავი თეთრიო გიმტკიცებენ. სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს. მართალია, ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ გზა გამოჩნდება და ვინმე მაინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა სულაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა