გიგა ბოკერია - მელაშვილისა და ილიჩოვას დაპატიმრება, ივანიშვილის რეჟიმის უმდაბლესი სტანდარტებითაც კი, სამარცხვინო შემთხვევაა

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება ივანიშვილის რეჟიმის უმდაბლესი სტანდარტებითაც კი სამარცხვინო შემთხვევაა , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ორ ადამიანს ედავებიან იმას, რაც არ მომხდარა.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო შეთანხმება დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთში არაა მიღწეული. ის, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრალდება აბსურდულია, ყველამ იცის, თავად ხელისუფლების შიგნითაც.

მაშინ, როცა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობს, ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე საქმის ფაბრიკაცია, საქართველოში სამოქალაქო მშვიდობისთვის საფრთხეს ქმნის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამღვივებლებს საზრდოს აძლევს, მეზობელ ქვეყანასთან კი დამატებით პრობლემებს გვიქმნის.

ამ საქმეში ძალიან გამჭვირვალედ ჩანს ივანიშვილის ხელისუფლების თანამშრომლობა ღიად პროპუტინურ ჯგუფებთან. ეს თემა მათი მეშვეობით შეიქმნა და ისინი სრულ ჰარმონიაში მოქმედებენ როგორც პროკურატურასთან, ისე "ქართული ოცნების" პროპაგანდასთან.

რუსეთი ივანიშვილის ხელისუფლების დასახმარებლად და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დასარღვევად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურადაა ჩართული. ტყუილისა და აბსურდის ნიაღვარი, რომელსაც ივანიშვილი ყოველთვის ასაზრდოებდა, ახლა სრულადაა მომართული ამ თემის ასატაცებლად.

შეთითხნილი საქმით ოპოზიციის დემონიზება და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოება, ნაყალბევი მაგრამ უმძიმესი ბრალდებით - ქვეყნის ღალატი. მიზანი იგივეა - პოლარიზაცია, რითაც ამომრჩეველს კვლავ ცრუ, შავ-თეთრ არჩევანს უხატავს ივანიშვილის პროპაგანდა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი და უმძიმესი მაგალითია, თუ რატომაა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა. ეს 31 ოქტომბერს უნდა მოხდეს",- წერს ბოკერია სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა