დღეს გახდება ცნობილი, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირიდან 4 - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვასილ მახარაძე და ვახტანგ ჩიქოვანი აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, აღნიშნული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად. ამასთან, დღესვე გახდება ცნობილი, 11 პირიდან 4 - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვასილ მახარაძე და ვახტანგ ჩიქოვანი აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა