თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს და უფასოდ გადაიყვანს იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ან უკუმიმართულებით გადაადგილდებიან.

ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს და ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად. შესაბამისად, ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუ ჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება.

„ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა