გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ქართველი გლეხი გაძლიერდეს

ჩვენი მიზანია ქართველი გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი, რომელიც იქნება ძლიერი და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ საკუთარ ოჯახს არჩენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ონის სისტემური ინფრასტრუქტურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო და ამის გამოსასწორებლად შრომა მოუწევთ.

,,ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა მოხდა სხვადასხვა მიმართულებით, რომ ეს ყველაფერი ნათელია. რაჭისთვის და ონისთვის სოფლის მეურნეობა, ტურზმი, მეღვინეობა და მევენახეობა ისეთი დარგებია, რომელშიც სახელმწიფო ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხს და გააგრძელებს მის გვერდით ყოფნას. ჩვენი მიზანია ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი. ქართველი ფერმერი რომელიც იქნება ძლიერი და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს გარდა იმისა, რომ საკუთარ ოჯახს არჩენს.

პირველ რიგში მოსაწესრიგებელი გვაქვს ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა: წყალი, გზები, ჯანდაცვა, სკოლები და ა.შ. რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ისეთ დონემდე იყო მიტოვებული და მიყვანილი, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ ყველაფრისთვის შრომა. წელს ტურიზმი როგორც განვითარების დარგი ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა შიდა ტურიზმის ნაკადი დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა რომელმაც რაჭა თავიდან აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუქმნას თანაბარი პირობები იმისათვის, რომ ქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, გოჩა ენუქიძეს დიდი დროის ხარჯვა არ დასჭირდება და „გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც ხალხი მისგან ელოდება“.

,,ონს აქვს თავისი ისტორიული გამორჩეულობა, მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია. 1991 წლის სტიქიის შემდგომ ამ მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, თუმცა შეიქმნება თანამედროვე, აბსოლუტურად აღჭურვილი მუზეუმი. ამ ყველაფერში მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ონის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე , ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მისი ყველაზე დიდი უპირატესობაა, სად რა არის გასაკეთებელი და რისი საჭიროებაა. ამიტომ, მას დიდი დროის ხარჯვა არ დასჭირდება და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა