ბექა ნაცვლიშვილი - რატომ გაუკვირდა ვენეციის კომისიას რომ "ქართული ოცნება" მათ დასკვნას არ დაელოდა?

რატომ გაუკვირდა ვენეციის კომისიას რომ "ქართული ოცნება" მათ დასკვნას არ დაელოდა? - ასე ეხმიანება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის განცხადებას.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა სასამართლოში ის მოსამართლეები გაამწესა უვადოდ, რომლებსაც მანამდე თავად ებრძოდა.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე დანაშაული ჩაიდინა, უზენაესი სასამართლოს დღეს მოქმედი წევრები, რომლებსაც “ქართული ოცნება” 2012 წელს ებრძოდა, ისინი თვითონ, თავისი ხელით გაამწესა უვადოდ და ახლა ეს ვენეციის კომისიას რატომ გაუკვირდა? ეს დანაშაული უკვე არის ჩადენილი, ახლა ტექნიკურად რამეს შევცვლით თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა რაღა აზრი აქვს?ის ვინც უნდოდა უვადოდ განემწესებინა, უკვე განამწესა. თუ მურუსიძე, ჩინჩალაძე უკვე არიან უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარმოდგენილნი, ახლა ტექნიკურ ჩასწორებებს რაღა აზრი აქვს? „ქართული ოცნება“ ვითომ დაყვა საერთაშორისო ექსპერტების რჩევებს და მოსაზრებებს, მაგრამ დანაშაული უკვე მომხდარია. ახლა მოსამართლეების შერჩევა მიმდინარეობს იმიტომ რომ მაქსიმალურად კლანის წევრები იყვნენ წარმოდგენილნი ყველგან,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. "ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ძალიან ლიმიტირებული დრო ჰქონდა,"- აღნიშნავს ვენციის კომისია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს