დეკანოზი - ყარაბაღის პრობლემა ვიცით, რომ დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ 30 წელი გაგრძელდეს, ამდენი ხანი საპატრიარქო რომ ჩუმად იყოს სწორი იქნება?

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს პოზიციაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამართლიანი საზღვრით უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში.

კითხვაზე, ხომ არ დააჩქარა საპატრიარქოს განცხადებებმა კომისისი წევრების დაკავება, დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქო 15 წელია, რაც დავით გარეჯის პრობლემატიკის საკითხის უმაღლეს დონეზე განხილვაზე საუბრობს.

„როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდა და გაერკვა ამ საკითხში მეტ-ნაკლებად. წინ არის გამოძიება და შედეგები, ამ ეტაპზე, რაღაც ნაბიჯი გადაიდგა“, -განცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამა კირიონის ჩართულობამ დავით გარეჯის საქმეში ბევრ რამეს მოფინა ნათელი.

„მამა კირიონი ამბობს, რომ 10 წელია იკვლევს დოკუმენტაციას, რა უნდა არსებობდეს, როგორი წესია. არ იფიქროთ, რომ სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტა სპეციალისტების გარეშე შესაძლებელია, ყველა შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მამა კირიონის ჩართულობამ და მისმა კარგად გაცნობიერებამ ამ პროცესში ბევრ რამეს მოფინა ნათელი“,-განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, გაუგებარია როდესაც საუბრობენ, რომ დავით გარეჯის პრობლემატური საკითხის გადაწყვეტისას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას უნდა დაელოდონ.

„მაინტერესებს დავით გარეჯის საკითხი, არ მესმის, როდესაც ამბობენ დაველოდოთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტას. ყარაბაღის პრობლემა ვიცით, რომ დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ 30 წელი გაგრძელდეს, ამდენი ხანი საპატრიარქო რომ ჩუმად იყოს სწორი იქნება? -განაცდა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა