ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქში გაიმარჯვოს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქში გაიმარჯვოს.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია.

„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქშიც კი მოვიგოთ არჩევნები. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ჩვენი აქტივის სრული მობილიზაცია. პირველ რიგში, საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია. თუ ამომრჩევლები საკმარისი რაოდენობით გამოცხადდებიან საარჩევნო უბნებთან, ასეთ შემთხვევაში, პირველივე ტურში, ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი ამოცანა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან არის ძალიან ძლიერი ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. იყო რამდენიმე ინციდენტი, ძირითადად ქვემო ქართლში და სამართალდამცავი ორგანოების და ჩვენი ჩარევის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მუდმივი კონსტულტაციები აქტივთან და თქვენ ნახეთ, რომ ვითარება შეიცვალა და დღეს არის შენარჩუნებული მშვიდი გარემო, ჩვენი მთავარი ამოცანაა ასეთი გარემოს შენარჩუნებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებს, კობახიძის თქმით, ოპოზიცია აბსოლუტურად არეულია.

„მათ აქვთ შიდა დაპირისპირება პარტიებს შორის და ეს ყველაფერი აისახა სიების შედგენის პროცესზე. ვნახეთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე ადგილი გაყიდა კიდეც, თავის სიაში გამსვლელ 15-ეულში რამდენიმე გაყიდული ადგილი აქვს. ესეც დამატებით აისახება არჩევნების შედეგზე და ესეც გახდება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, თუმცა ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მთავარი საფუძველი არის საარჩევნო პროგრამა და ჩვენი განახლებული სია, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი