ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის ბიუჯეტით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების  შემცირებას არ ეთანხმება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებას არ ეთანხმება და როგორც აცხადებს, მხარს ისეთ ბიუჯეტს არ დაუჭერს, სადაც პარამეტრები შემცირებული იქნება.

შესაბამისი პოზიცია ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და ასევე, მისმა პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ დააფიქსირეს.

პარლამენტში წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 4 852.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, შემცირებულია 663.0 მლნ ლარით. ამასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება განსაზღვრულია 1 104.0 მლნ ლარით, რაც წინა წელთან შედარებით, COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გათვალისწინებით შემცირებულია 23.3 მლნ ლარით.

როგორც საკომიტეტო განხილვისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, უშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე შემოთავაზებულია 560-მილიონი ლარი და არის კლება 42 მილიონი ლარით.

„ვითხოვთ დეტალურ განხილვას. გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ მინუს 42 მილიონი, რა არის ასეთი კლების საფუძველი? ამ მაჩვენებლითა და შემოთავაზებით კომიტეტს ბიუჯეტის მხარდაჭერა გაუჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა