ილჰამ ალიევი - გადრუტის დასახლება და რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან გადრუტის დასახლება და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევის ინფორმაციით, გადრუტის დასახლების გარდა 8 სოფელი გაათავისუფლეს.

„გადრუტის დასახლებისა და ამ სოფლების ოკუპაციისგან გათავისუფლება ისტორიული გამარჯვებაა,“- აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტკიცებით, 27 სექტემბრიდან დღემდე მისი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის არმიას „ძლიერი დარტყმა მიაყენა.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა