ოთარ კახიძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე- ეს საქმე, როგორც საფლავის ქვა, ისე დაესმება ივანიშვილის ამაზრზენი მმართველობის ბოლო წერტილად

ეს საქმე, როგორც საფლავის ქვა, ისე დაესმება ივანიშვილის ამაზრზენი მმართველობის ბოლო წერტილად,-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას.

ოთარ კახიძის თქმით, ეს საქმე იქნება ივანიშვილის ამაზრზენი მმართველობის ბოლო წერტილი.

„ეს საქმე, როგორც საფლავის ქვა, ისე დაესმება ივანიშვილის ამაზრზენი მმართველობის ბოლო წერტილად. 31 ოქტომბერს ეს ბოროტება უნდა დავასრულოთ“, - აცხადებს კახიძე.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა