მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 5 საათზე მეტია გრძელდება

მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 5 საათზე მეტია გრძელდება. სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობენ.

როგორც სომხური მედია წერს, მოლაპარაკებები მოკლე პერიოდით შეწყდა, რადგანაც აზერბაიჯანის დელეგაციამ პროცესი დატოვა. ჟურნალისტების განმარტებით, აზერბაიჯანის ელჩი საელჩოში გაემგზავრა, რათა აუცილებელი ზარები განეხორციელებინა, თუმცა მოლაპარაკებები მალევე განახლდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა