ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადებით, შესაძლოა, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა განხორციელდეს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლის თამარ სულაძის განცხადებით, შესაძლოა კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა განხორციელდეს. როგორც სულაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა კომისიის წევრებზე გარკვეული კომპრომატები არსებობდეს, „რითაც იმის თქმას აიძულებენ, რაც არ იყო“.

„არ არის გამორიცხული კომპრომატებით სცადონ ზეწოლა კომისიის სხვა წევრებზე. არ ვიცი, შესაძლოა ვინმეს მიმართ ჰქონდეთ რამე ისეთი, რითაც მათ ათქმევინებენ რაღაც ისეთს, რაც არ იყო. შეიძლება არც ჰქონდეთ არაფერი. შესაძლოა თავისი სამსახურის გამოც შეეშინდეს ვინმეს. როდესაც დანიაში საქართველოს ელჩმა დაიცვა ივერი, ნახეთ, რა ამბავი ატყდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ზეწოლა ალბათ მიმდინარეობს. ჩემი მეუღლე რომ მათ ადგილზე ყოფილიყო, ის თავის სინდისს არ გადაუვლიდა არავითარი შიშის, არც სამსახურის დაკარგვის შიშით. ის იტყოდა სიმართლეს, ჩემი მეუღლე ასეთია“,- განაცხადა სულაძემ.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს