ოთარ კახიძე - სახელმწიფოს სახელით  ჩვენი ქვეყნის მოღალატე პუტინისტები საუბრობენ, რომლებიც ახლა ვითომ ქართულ მიწაზე დარდობენ

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძის განცხადებით, სახელმწიფოს სახელით ჩვენი ქვეყნის მოღალატე პუტინისტები საუბრობენ, რომლებიც ახლა ვითომ ქართულ მიწაზე დარდობენ. კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი და მოქმედი დიპლომატები მხარს უჭერენ კარტოგრაფებს.

კახიძის თქმით, ივანიშვილს, მის რუსეთუმე პარტნიორებთან ერთად, „ეს საქმე აქვს შეთითხნილი და ამისათვის ის აუცილებლად დაისჯება 31 ოქტომბერს“.

„რა თქმა უნდა, ყოფილი და მოქმედი დიპლომატების მხარდაჭერა კარტოგრაფების მიმართ არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ხელისუფლების რეპრესია, 37 წლის რეპრესიების ხელწერით, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ იმისათვის, რომ ხალხში რაღაც განწყობები გამოიწვიონ და ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ. თან საუბრობენ სახელმწიფოს სახელით, პირდაპირ, ჩვენი ქვეყნის მოღალატე პუტინისტები, ე.წ „პატრიოტთა ალიანსი“, მარში და სხვა ჩამოყალიბებული რუსეთუმეები, რომლებიც ახლა, ვითომ, ქართულ მიწაზე დარდობენ. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, დავალება, რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს გაცემული და იგი თავის რუსეთუმე პარტნიორებთან ერთად პოლიტიკურად დაისჯება ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს, როდესაც პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს მას ქართული საზოგადოება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა