„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები გლდანის რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველო“ არასოდეს მისულა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო დაპირებებით, ჩვენი პარტია ამომრჩევლებთან ყოველთვის მიღწეული შედეგებით მიდის,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ გლდანის რაიონში მოსახლეობსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ათასობით ადამიანი „თავისუფალი საქართველოს“ მიერ შემუშავებული „იაფი მედიკამენტების პროგრამით“ სარგებლობს, უამრავი ოჯახი კი მევახშეებისგან გამოსახლებას გადაურჩა.

„ქვეყანაში წინასარჩევნო ციებ-ცხელებაა, პარტიები მილიონობით თანხას ხარჯავენ იმისთვის, რომ თავიანთი რეკლამირებული დაპირებებით მოვიდნენ თქვენამდე, ჩვენ ასეთი თანხები არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხის სიყვარული, რომელსაც არა რეკლამებით, არამედ მიღწეული შედეგებით ვდეკლარირებთ და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მხარდამჭერებმა. ყველამ შესანიშნავად იცის ისიც, რომ ჩვენი პარტიის წევრები არასოდეს ყოფილან მმართველ ხელისუფლებაში, მათ არასოდეს ჰქონიათ დიდი ბიზნესი, სამაგიეროდ, ეს ყველაფერი გააჩნდათ და გააჩნიათ იმ პარტიებსა და ადამიანებს, რომლებიც მათგან გაკოტრებულ ამომრჩევლებს, დღეს ისევ ურცხვად სთხოვენ საარჩევნო ხმებს, ამიტომაც „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ, სხვა შემთხვევაში ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, დღეს, ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე, არსებული ხელისუფლება ძალადობს.

„ქართულ სპორტსა და სპორტულ მიღწევებს მივესალმებით, მაგრამ კუნთმაგარმა სპორტსმენებმა ეს მიღწევები შესაბამის შეჯიბრებებში უნდა ასახონ და არა საარჩევნო გარემოში, საარჩევნო უბნებზე, ან პარლამენტის დარბაზში. „სააკაშვილის ზონდერები“ „ივანიშვილის ზონდერებმა“ ჩაანაცვლეს. არაფორმალური სადამსჯელო რაზმების მოქმედების დრო უნდა დასრულდეს, ისევე როგორც დასრულდა „მხედრიონის“ დრო, რომელიც 90-ანი წლების საქართველოში პანიკასა და შიშს თესდა მოსახლეობაში“, - განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრას ხვალ ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართავს, მოგვიანებით კი პარტიის ლიდერები ტაბახმელაში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდებიან.

აღნიშნულ კომენტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა