ბადრი ჯაფარიძე გიორგი კახიანს - ვიდრე ადამიანს დამნაშავედ გამოვაცხადებთ, კონკრეტული ფაქტი უნდა იყოს შესწავლილი

“ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ნებისმიერი მუქარა არის მიუღებელი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მაგრამ ვიდრე ადამიანს დამნაშავედ გამოვაცხადებთ, კონკრეტული ფაქტი შესწავლილი უნდა იყოს”, -ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც,„ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული უნდა იყოს.

“შეურაცხყოფა მიუღებელია ყველა შემთხვევაში. საერთოდ “ქართულ ოცნებას” ახასიათებს იარლიყების მიწებება, რომ ვიღაც დამნაშავეა, ვიღაც მკვლელია. ვიდრე გამოკვლეული არ იქნება, მანამდე უდანაშაულობის პრეზუმფციას უნდა ვცეთ პატივი. თუ რაიმე ფაქტი არსებობს, რაც აღძრავს ეჭვებს, უნდა იყოს გამოძიებული და შესწავლილი კომპეტენტური ორგანოების მიერ და მერე სასამართლომ იმსჯელოს. მინდა გითხრათ, რომ დღემდე უამრავი ფაქტი იყო “ლელოს” წევრებზე თავდასხმების და გამოძიებული არ არის”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის არის თუ არა რაშად მუსაევი “ლელოს” წევრი.

“ჩვენ გვყავს 130 000 მხარდამჭერი. ვერ გიპასუხებთ, ზეპირად არ მახსოვს ყველას გვარი და ასე ვერ გეტყვით არის თუ არა ჩვენი წევრი. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად მოვიკვლევთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. როგორც კახიანმა განაცხადა, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, მირზოევის პარტიულ კუთვნილებას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა