დონალდ ტრამპის ექიმი - პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს

პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა შონ კონლმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს უკვე შეუძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

„დღეს დილით ჩატარებული ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, ის გადამდები აღარ არის“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა