მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 172, იმერეთში კი 117

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის აჭარაში.

„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა და თბილისში არის 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია 117 პაციენტით. სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 პაციენტი, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 4 , კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი 1 , - განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ ასევე ისაუბრა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე, მისი თქმით, კლინიკაში 56 კოვიდდადებითი პირია, მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ. 9 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება