ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 500 000-ს გადააჭარბა

ირანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 822 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. Covid-19-ს კიდევ 250 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 28 500-ს გადააჭარბა.

ირანის დედაქალაქში, თეირანში, საჯარო სივრცეებში, მათ შორის, შენობებს გარეთაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა