კახა კუკავა - ხელისუფლებაში ”ქართული ოცნების" დარჩენა ან ”ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, მარნეულის მოვლენებს თბილისშიც გამოიწვევს

ხელისუფლებაში ”ქართული ოცნების" დარჩენა ან ”ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, მარნეულის მოვლენებს თბილისშიც გამოიწვევს, - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ ვაზისუბანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

კუკავას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “იზრდება ქვეყნის კატასტროფისა და ამავე დროს ქვეყნის გადარჩენის შანსი“.

მისივე თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები “ქვის სროლის პოლიტიკას” დღემდე ვერ გასცდნენ.

“ორივე ძალა დეკლარირებს, რომ პროევროპული მიმართულების ძალებს განეკუთვნება, მაგრამ მოდით შედეგებით ვიმსჯელოთ და არა მათ მიერ გაჟღერებული სიტყვებით. თითქმის 30 წელია, რაც საქართველო ძალადობას უყურებს. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყანა ზუსტად ამ რეჟიმში ცხოვრობს. ჯერ იყო და ეროვნული მთავრობა, შევადნაძის „მოქალაქეთა კავშირმა“ ანტიკონსტიტუციური გზით ჩაანაცვლა, შემდეგ ქვეყნის სათავეში „ნაციონალურ მოძრაობად“ გარდაქმნილი, ისევ „მოქალაქეთა კავშირი“ მოვიდა, ხოლო ამის შემდეგ, სახელმწიფოს სათავეში, უკვე „ქართული ოცნებაა“, რომელიც კვლავ „ნაციონალური მოძრაობისგან“ პორტირებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული, საბოლოო ჯამში კი ქვეყანა, ახლაც მოქალაქეთა კავშირის ფესვებიდან იმართება, ამიტომაცაა რომ საქართველო ეროვნული პოლიტიკის მაგივრად ნეოლიბერალური კურსით „ვითარდება“, რამაც მთელი ჩვენი საზოგადოების სულიერი და მატერიალური გაკოტრება გამოიწვია. საზოგადოებაში გაჩნდა უიმედობა, სკეპტიციზმი, იმატა აგრესიამ, მომავალი თაობა კი, რომელიც ხვალინდელი ძლიერი სახელმწიფოს გარანტი უნდა იყოს - შიმშილობს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ მე-3, მე-4 ბავშვს ელემენტარული საკვები აკლია. საქართველო, აფრიკის ქვეყნების მონაცემებს გაუტოლდა. აი, რა მოჰყვა ეროვნული ძალების დამხობას ფსევდო პატრიოტების მხრიდან, რომლებიც დღეს ისევ მიდიან მოსახლეობასთან და ლამაზი დაპირებებით, კვლავ საარჩევნო ხმებს თხოვენ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ დღეს ყველაზე მეტად უნდა გამოიჩინოს პრინციპული გადაწყვეტილება და ქვეყნის ორივე მოძალადე ძალას ხელისუფლებაში მოსვლაზე უარი უნდა უთხრას.

„ხმა მიეცით პატრიოტებს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც სამი ათეული წელია ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ხმა მიეცით „თავისუფალ საქართველოს“, საქართველოს რეალური თავისუფლებისთვის”, - განაცხადა კახა კუკავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა