ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, აჭარის მსგავსად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, აჭარის მსგავსად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საველე კარვების დადგმის საჭიროება არ გაგვაჩნია. აჭარის რეგიონში, კარვების დადგმა ტურისტების მაღალი რიცხვიდან გამომდინარე დაიგეგმა, რათა მათ ჰქონოდათ ტესტებთან თავისუფალი წვდომა. თბილისის მასშტაბით ეს შესაძლებლობები გვაქვს ამბულატორიებსა და „ცხელების ცენტრებში“, აქედან გამომდინარე მსგავსი ღონისძიება თბილისში არ იგეგმება", - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა