სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასწრაფოს ექიმების ტესტირების ინტერვალი 2 კვირიდან 72 საათამდე შემცირდა, მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„მეტად ვცდილობთ, რომ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან გამოვლენის და დიაგნოზის დადგენის პერიოდში, მათთან მიმართებაში ტესტირება, რომელიც დღემდე ორ კვირაში ერთხელ იყო, ეს დრო შევამციროთ და ყოველ 72 საათში ერთხელ მოხდეს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმების ტესტირება, რაც ვთვლით, რომ დაგვეხმარება, როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე ინფექციის გავრცელების პრევენციაშიც“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი