ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ტესტირება დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება დაიწყება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მალე დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები თბილისის მასტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, გააჩერებს მთელი ბაღი მუშაობს თუ არა. ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება ბაღის აღმზრდელებსაც შეეხებათ", - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა