ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხომის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინის 600-700 ათასი დოზა საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის ვაქცინის პლატფორმასთან, რომელსაც კოვაქს პლატფორმას ეძახიან. იცით, რომ საქართველოს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული. მესამე ფაზის კვლევები მთავრდება, როდესაც 4-5 ვაქცინიდან ერთ-ერთი დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ, საქართველო თანდათანობით მიიღებს დაახლოებით 600-700 ათას დოზას. ეს ალბათ, იქნება წლის ბოლოს ან მომავალ წელს, როდესაც კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა