მამუკა არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტზე - როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს

გარკვეული ფორმატი შედგება, არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო, გაეროს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და გარკვეული შედეგი უნდა დადგეს, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხდა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, შედეგი არ დადგება, თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავი გამარჯვებულად არ იგრძნეს.

„რუსეთის შუამავლობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ იქ სტაბილური ვითარება შექმნილიყო, ყოველ შემთხვევაში ცეცხლი დროებით მაინც შეწყვეტილიყო. როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს. აქ ხომ არ იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს იყო რაც ზედაპირზე ჩანდა. ეს იყო, უფრო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები შეესრულებინათ, მათ შორის, რუსეთისაც, რაც დრო გადის უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. თუმცა გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ ცოტა ხანში გარკვეული ფორმატი შედგება, არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო, გაეროს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და რაღაცა გარკვეული შედეგი უნდა დადგეს. თუმცა შედეგი არ დადგება თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა არ იგრძნეს თავი გამარჯვებულად“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა