გრიგოლ გეგელია - ხელისუფლებას აშინებს „ლელოს“ მზარდი რეიტინგი

,,საია“-ს ახალი ანგარიში მოწმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუქარისა და ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ,,ლელოს“ წევრთა მიმართ დაფიქსირდა, - ამის შესახებ ,,ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში ჩვენმა სახელმწიფომ ვერავითარი წინსვლა ვერ განიცადა.

,,ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა ყველა ის მავნე პრაქტიკა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რასაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. ,,ქართული ოცნება“ დაშინებულია ჩვენი სწრაფი ზრდით და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დღეს ,,ლელო“ არის ერთადერთი პარტია მზარდი ორნიშნა რეიტინგით. ჩვენი პროგრამა, ,,მარშალის გეგმა“ საზოგადოების ფართო სპექტრმა აღიარა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების უალტერნატივო გეგმა”, - აცხადებს გეგელია.

გრიგოლ გეგელიას განმარტებით, ,,ლელო“ ქართული პოლიტიკის ნამდვილი სიახლეა, ,,ქართული ოცნება კი ისევ წარსულს არის ჩაფრენილი.“

,,ამიტომ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ "ლელოს" არსებობა უქმნის დისკომფორტს, რადგან დღეს მხოლოდ "ლელოს" შეუძლია ორპარტიულობის დასრულება და ქართული პოლიტიკის განახლება”, - აღნიშნა გეგელიამ.

იფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა