მამუკა მდინარაძე - "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ“

"ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთობას აზიანებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მანდატების გადანაწილებისთვის ჩხუბობს.

" "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით არა, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. გაიყვნენ, მაგრამ საერთო წარსული აქვთ და მომავალი, უბრალოდ, შიგნით ვერ იყოფენ დეპუტატობის მანდატებს, თუ ვის უფრო მეტი ექნება. ერთმანეთში ჩხუბობენ მანდატების გაყოფაზე - "ევროპულ საქართველოს" 6-8 მანდატი ექნება თუ "ნაციონალურ მოძრაობას" 10 და 15 მანდატი. ამის იქით, რეალური შედეგობრივი ინტერესი არ აქვთ და საუბრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ყველას კარგად ახსოვს მათი მოქმედებები და დაპირებების რაციონალური ხასიათი ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ემიგრანტებს დააბრუნებს და პოლიციის რეფორმას აპირებს.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, "როგორ იქნება მისი წინასაარჩევნო განცხადება ადეკვატური, თვითონ აღარ არის, როგორც პოლიტიკოსი, მგონი, ათეული წელია".

"ყველა მისი მომხრე ხედავს, რომ მისი ადეკვატურობის ხარისხი ძალიან დაბლა მიდის. მისი მეთოდებიც იმდენად არარეალისტურია, მისი მომხრეებიც, როგორც მცირდებიან ბოლო დროს, ვხედავთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია